Thursday, April 14, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

  ,,გასრულდა ესე ამბავი..." დამთავრდა ჩვენი ტრენინგი.
  ვფიქრობ ამ დამღლელი და შრომატევადი დღეების გახსენენება სასიამოვნო მოგონებად   დარჩება ჩვენში ...
  მადლობა ჩვენს ტენერს, ქალბატონ ხათუნას სწავლების პროცესში გამოჩენილი            გულისხმიერებისათვის, იმისათვის, რომ იგი უშურველად გვიზიარებდა თავის ცოდნას  და გამოცდილებას...
  ყველას გისურვებთ წარმატებას, გფარავდეთ უფალი !....

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Tuesday, April 12, 2016

ტრენინგის მერვე დღე.

გავიარე მოდული - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
გავიგეთ როგორ უნდა გავუწიოთფასილიტაცია მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის დროს... როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

Thursday, April 7, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

 ,, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!.. შეგეწიოთ ,, ხარების '' ძალა  და  მადლი!...''
დღეს ვისწავლეთ თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
ვისწავლე როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები და როგორ დავგეგმოთ შეფასება თვითრეგულარიზაციისათვის.
   დავასრულე მოსწავლის ბუკლეტზე მუშაობა და ავტვირთე ჩემს ბლოგზე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - ბუკლეტი

Sunday, April 3, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

დავასრულე მოსწავლის პრეზენტაცია,მივეცი სასურველი დიზაინი. ვისწავლეთ როგორ ვუზრუნველვყოთ ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლიანად გამოყენება, რაც უდაოდ გამოგვადგება პროექტებით სწავლების პროცესში.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - პრეზენტაცია