გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა

გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს   მ თ ა ვ ა რ ი   თ ე მ ა
                     „პ ე ი ზ ა ჟ ი“ 
ს ა გ ა ნ ი / პ ე დ ა გ ო გ ი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ ბელა  მალაზონია
ს წ ა ვ ლ ე ბ ი ს   ს ა ფ ე ხ უ რ ი / კ ლ ა ს ი
 პირველი საფეხური/Vკლასი
მ ო ს წ ა ვ ლ ე თ ა   პ რ ო ფ ი ლ ი
6 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე კლასში არ არის.
გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს                                                         მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა / ა ქ ტ  უ ა ლ ო ბ ა
·         მოსწავლეები ეცნობიან „პეიზაჟის “ ჟანრის სხვადასხვა სახეობებს, უვითარდებათ ბუნების აღქმის უნარი.
·         იგებენ თუ როდის ჩნდება პირველად „პეიზაჟი“ როგორც დამოუკიდებელი ჟანრი.
·         ეს გაკვეთილი დაეხმარება მათ სხვადასხვაგვარი ხერხების გამოყენებით ჩანაფიქრის განხორციელებაში
გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს   მ იზ ა ნ ი   დ ა                    მ ი ს ა ღ წ ე ვ ი    შ ე  დ ე გ ე ბ ი
·         „პეიზაჟის“ როგორც სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრის თავისებურებების გაცნობა.
·         ბუნების ამსახველი ფერადოვნების აღქმა-გადმოცემა.
·         მხატვრულ ნაწარმოებში გადმოცემული განწყობილების, კრიტიკული აზროვნების, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება.         
წ ი ნ ა ს წ ა რ ი   ც ო დ ნ ა
·         მოსწავლეებმა იციან ხელოვნების  უმშვენიერესი დარგის „პეიზაჟის“ მნიშვნელობა და არსი.
·         ფერების ამოცნობა /თბილი,ცივი და კონტრასტული ფერები/
·         სივრცის გამოსახვა ფერების საშუალებით წინა და უკანა პლანზე.
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს  ს ქ ე მ ა   დ ა                               კ რ ი ტ ე რ ი უ მ ე ბ ი
·         შეფასება შეიძლება იყოს განმავითარებელიც და განმსაზღვრელიც.
·         ვაფასებ ჩართულობის თემატიკასა და გამომსახველობითი ხერხების გარკვევის უნარს.
გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი   ს ა ს წ ავ ლ ო                მ ა ს  ლ ა   დ ა    ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი  რ ე ს უ რ ს ი
·         სახელმძღვანელო.
·         სასწავლო თვალსაჩინო მასალები.
·         პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო მასალები: ფორმატი,ფუნჯი,პასტელი,ფერადი ფანქრები,წყლის ჭურჭელი.
გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს    მ ს  ვ ლ ე ლ ო ბ ა    დ ა    მ ე ნ ე ჯ მ ე ნ ტ ი
მისალმება/სამუშაო გარემოს შექმნა _ 2 წუთი.
მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმება  _  3 წუთი
A   ფ ა ზ ა - გამოწვევა
აქტივობა 1.  დრო 10 წუთი
·         მოსწავლეები განიხილავენ სახელმძღვანელოში არსებულ რესურსებს.
·         მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ისაუბრონ თუ რა შთაბეჭდილებას ახდენს მათზე. ბუნების განსხვავებული სურათები
·         როგორ განწყობილებას გადმოსცემენ მხატვრები მათ მიერ შექმნილ პეიზაჟის ნამუშევრებში და რის საშუალებით.

B   ფ ა ზ ა  - ცოდნის კომენტარი
აქტივობა  2.   
·         მინი ლექცია.    დრო  - 5 წუთი
·         ვაჩვენებ  ელექტრონულ პრეზენტაციას.   დრო  -5 წუთი

C    ფ ა ზ ა  -  რეფლექსი
აქტივობა   3.   დრო  10  წუთი
·         ჯგუფური  მუშაობა.
ახალი მასალის განმტკიცების მიზნით მოსწავლეები იწყებენ გაკვეთილის პრაქტიკულ ნაწილს - ხატვას .

აქტივობა   4.    დრო - 6   წუთი
·         საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია.

აქტივობა   5.    დრო  - 2  წუთი
·         საშინაო დავალების მიცემა -  თემის ირგვლივ შექმნან სასურველი პეიზაჟი „აპლიკაციით“ ფერადოვან ფონზე.

აქტივობა   6.    დრო  - 2  წუთი .   შეფასება .                    

No comments:

Post a Comment