სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება  -  „ქრისტიანული ეპოქის ხელოვნება“



პროექტის მთავარი იდეა (თემა) - სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების /ტაძრების, მონასტრების, ფრესკების, ხატების / გაცნობა-შესწავლა



პროექტის აქტუალობა - ა) მოსწავლეები იცნობენ სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ნიმუშებს. მასწავლებელი სთავაზობს მათ გამოთქვან მოსაზრებები, თუ რამდენად განსაზღვრავს ეპოქა ხელოვნების ნიმუშების თემის სიუჟეტებს, გამომსახველობითი ხერხების შესაძლებლობებს, მოცულობით ფორმებს, სივრცეს, განათებას და ა.შ

ბ) მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას ამახვილებს მოცემული თემის ფარგლებში განსაზღვრულ პროექტზე - გაიხსენონ არქიტექტურის ცნობილი ძეგლები, ქრისტიანული ტაძრები, ფრესკები, მათზე გამოსახული სიუჟეტები.

გ) გაკვეთილი მიდის „საგალობლების“ ფონზე, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს და საინტერესოს ხდის გაკვეთილს მოსწავლეებისათვის.



პროექტის  მიზნები - სრული ინფორმაციის მიღება ქრისტიანული ხელოვნების კულტურის ძეგლებზე, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და საპრეზენტაციო უნარის, არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარება.



მონაწილეთა ასაკი: 11 – 12  წელი.

ვადები / ხანგრძლივობა: 2  კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას ცნობილ არქიტექტურულ ძეგლებზე, ფერწერულ ნამუშევრებზე, მსჯელობენ ამა თუ იმ კულტურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებზე.



პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, სასწავლო თვალსაჩინო მასალა, ფორმატი, მარკერები, ფლომასტერები, წებო, ფუნჯი.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1. საპროექტო თემის შერჩევა.

ჯგუფების არჩევა და ვადების განაწილება, შესაბამისი კითხვების ჩამოყალიბება:

ა) გაიხსენონ საეკლესიო არქიტექტურის ცნობილი ძეგლები.

ბ) რომელი ქრისტიანული ტაძრები აქვთ ნანახი, რომელი ფრესკები იყო მათში.

გ) რა გამოსახულებები და სიუჟეტები იყო მოცემული მათზე.

დ) მოცემულ ილუსტრაციებში რა მხატვრული საშუალებებით არის გადმოცემული მიღწეული ამაღლებილი განწყობა.



მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ  ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც განხილულ თემას უკავშირდება. შესაძლოა მოსწავლეებს გაუჭირდეთ ამგვარი ნიმუშების დასახელება, მაგრამ მასწავლებელი სთავაზობს მათ გაეცნონ სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას და ვიზუალურ მასალას და იმუშაონ პროექტზე, რომლის თემაც არის: „ქრისტიანული ეპოქის ხელოვნება.“



აქტივობა 2. ჩამოვაყალიბებთ საპროექტო ჯგუფს. პროექტის მონაწილეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით (გათვლით) გადანაწილდება 2 ჯგუფად, შეიმუშავენ გეგმას გაანაწილებენ დღეებს და დროს.

აქტივობა 3. თითოეული ჯგუფის წევრები ერთობლივად განიხილავენ მათ მიერ სხვადასხვა წყაროებიდან დამოუკიდებლად მიღებულ მასალებს, ინფორმაციებს, ფოტოებს და მათ ხელთ არსებული მასალისა და ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე ირჩევენ ქრისტიანული ეპოქის ხელოვნების ერთ-ერთ ნიმუშს.



აქტივობა 4. მნიშვნელოვანია სამუშაოს დაგეგმვა. ჯგუფის წევრები ერთობლივად მსჯელობენ თუ რა სახით წარმოადგენენ ნამუშევარს. მათ შეუძლიათ მოამზადონ კედლის გაზეთი,დაურთონ ნამუშევრების გამოფენა, მოამზადონ მცირე „მოხსენებები“,რომლებიც კონკრეტული ნიმუშის შთაბეჭდილებით შეექმნათ.
მასწავლებელი თვალყურს ადევნებს მოსწავლეების ჩართულობას, ინტერესს, შემოქმედების გამოვლენას, თანამშრომლობას და ა.შ.



აქტივობა 5. პროექტის პრეზენტაცია - მოსწავლეთა თითოეული ჯგუფი დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარადგენენ მათ მიერ მოძიებულ და შესრულებულ ნამუშევრებს, ფოტო და აუდიო მასალებს.



აქტივობა 6. მოსწავლეები ყურადღებით ისმენენ თითოეული ჯგუფის პრეზენტაციას, რომლის დასრულების შემდეგ აქტიურად ერთვებიან ნამუშევრის შეფასების პროცესში, სვამენ და თვითონაც პასუხობენ ამხანაგების შეკითხვებს, ავლენენ კორექტულობას ნაკლოვან მხარეებზე საუბრისას, კამათის დროს კი პატივისცემას განსხვავებული იდეების, მიდგომების მიმართ.

პროექტის შემაჯამებელი შეფასება: მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით და ჩემს მიერ შეფასების სქემის მიხედვით.

კრიტერიუმი

დაბალი
საშუალო
კარგი
მაღალი
მსჯელობა
ვერ მსჯელობს პროექტთან დაკავშირებით
მსჯელობს,მაგრამ ვერ ახდენს აუდიტორიის დაინტერესებას
მსჯელობს საინტერესოდ
მსჯელობს გარკვევით და დამაჯერებლად, იწვევს საყოველთაო ინტერესს
ჯგუფური თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს ჯგუფთან
ნაწილობრივ თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
ჯგუფის წევრებთან აქვს კარგი ურთიერთობა
აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება
ვერ ახერხებს ინფორმაციის მოძიებას
სრულყოფილად ვერ ახდენს მასალის მოძიებას
ინფორმაციას მოიძიებს სრულყოფილად
სწრაფად და ორგანიზებულად ახდენს ინფორმაციის მოძიებას

პროექტის ხელმძღვანელი: ბელა  მალაზონია.

ხელმძღვანლის  ელ.ფოსტა: malazoniabela@gmail.com  





No comments:

Post a Comment